Wednesday, December 29, 2010

RAGACANAIRI


ლეონარდო და ვინჩი –"ჯოკონდა"


ვან გოგი –"მზესუმზირები"


ჩურლიონისი –"ცნობა"


 


 

მანანა ქუმსიშვილი

გამოუთქმელის გამოთქმა

მხატვარს ჰკითხეს , რისი თქმა გინდოდა შენი ნახატითაო. მაგის თქმა რომ შემძლებოდა, მაშინ სურათის დახატვა აღარ დამჭირდებოდაო, – უპასუხა. ხელოვნება ცდილობს ენით უთქმელის გადმოცემას, ინტუიციით ნაწვდომის გამოხატვას, არაცნობიერის და ზეგრძნობადის მხატვრული ხერხებით წარმოდგენას. ხელოვნების ძალა იმაშია, რომ გველაპარაკოს და მოგვითხროს იმის შსახებ , რისი გაგება და გააზრება გონებას უჭირს და რისი ლოგიკური ენით და მათემატიკური სიზუსტით თითქმის შუძლებელია . ამიტომ ხელოვნების ენა ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია და მისი გამოხატვის ხერხები და გადმოცემის მანერა ერთი შეხედვით უაზრობის და აბსურდული ნაბოდვარის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა მისწრაფება გაუგებარის გაგებისაკენ. ის არასდროს არ იღებდა ხელს იმაზე, რაც შუძლებლად მიაჩნდა. ამიტომ ადამიანი ყოველთვის ცდილობდა წარმოუდგენლად რთული სამუშაოს შესრულებას : ბუნების საიდუმლოს შეძლებისდაგვარად წვდომას და ხელოვნების ენით იმის გამოხატვას , რისი გაგებაც ან დანახვაც მხატვრული აღმაფრენის , ინტუიციური ზეშთაგონების თუ შემოქმედების ექსტაზის პროცესში . ამიტომაა მხატვრული მუზა საიდუმლოების ბურუსით მოცული . და ამიტომაც სასწაულს გავს ხელოვნების შედევრების გაჩენა მუსიკაში, ფერწერაში , პოეზიაში და სხვა დარგში.

მაყურებელი თუ მსმენელი ენით აღუწერელ საოცარ სიამოვნებას განიცდის ხელოვნების ნაწარმოების ჭვრეტისას და ავტორის მიერ ჩაქსოვილი ჭეშმარიტების ნაპერწკალს ეზიარება . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო , რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა , და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოებით . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო, რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა ,და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდა, არასოდეს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების , ამა თუ იმ ნაწარმოებით. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ხელოვნების საიდუმლოს გაშიფსრას და ყველასათვის გასაგები ენით გადმოცემას , რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ძნელი და რთული გვეჩვენება . გამოუთქმელს გამოთქვამს ხელოვანების ენით გამოუთქმელის გამოთქმისაკენ მიისწრაფის მაყურებელი , მსმენელი და მკითხველი , როდესაც ცდილობს ხელოვნების ნაწარმოების სიღრმეს საღი აზრით და ცხადი გონებით ჩასწვდეს და ყველასათვის გასაგებ ენაზე გაიაზროს ის.

არსებობს აზრი, თითქოს ცოცხალი სილამაზის ანატომირება და ცივი გონებით განსჯა–განხილვა კლავს ამ სილამაზეს. მაგრამ ადამიანი გონიერი არსებაა და ის არასოდეს არ იტყვის უარს გონებისმიერ იარაღბზე არც მაშინ , როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის საიდუმლოს წვდომას და არც მაშინ, როდესაც საქმე ეხება სილამაზის ამოუცნობ კანონებს.

მაგალითისათვის განვიხილოთ ორი ფილოსოფიური ნაწარმოები , ორი ფერწერული ტილო. ერთი ეკუთვნის ჰოლანდიელ ფერმწერს , პოსტიმპრესიონიზმის წარმომადგენელს, ვან გოგს (1854 – 1890), ხოლო მეორე ლიტველ ფერმწერს და კომპოზიტორს ჩურლიონისს (1875 – 1911).

ვან გოგი. "მთესველი" . მზე, ხე და ადამიანი , მიწა და თესლი . ადამიანის ბუნდოვანი ფიგურა .ბნელი სილუეტი . ადამიანის სიმბოლო. განზოგადებული ცოცხალი არსება. თესლი , რომელიც არ ჩანს . უზარმაზარი მზე ჰორიზონტზე. დახნული მიწა. გათოშილ მიწაში ცვივა თესლი და გათოშილ მიწაში ციალებს და ირეკლება მზის სხივი. დილაა თუ საგამო? გაზაფხულია თუ შემოდგომა? გაზაფხულია და დილაა. ხეზე იფურჩქნება კვირტი და გასხეპილი ტოტების გვერდითაა ძირში მოჭრილი ტოტების ძირები. ახალგაზრდობა და მოხუცებულობა, სიცოცხლე და სიკვდილი . მაგრამ მთავარი მაინც სიცოცხლეა. უზარმაზარი ამომავალი მზე , ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი. მზეა ყველგან : ცაში, მიწაში – თესლი მიწაში და კვირტი ხეზე. მზის უზარმაზარი, ყვითელი , მრგვალი დისკო . მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. სიცოცხლის სუნთქვითაა გაჟღენთილი ყველაფერი : მიწა, ცა, ხე... სიცოცხლის გამარჯვება და ზეიმი. ადამიანი განგების ნების შემსრულებელია. ის აბნევს თესლს, რათა გაგრძელდეს სიცოცხლე. ადამიანი აქ თითქოს მეორეხარისხოვანი, ის მხოლოდ მთესველი, მაგრამ არა , ადამიანია აქ მთავარი. ადამიანია მთესველიც და მომკელიც. ადამიანია მოქმედი საწყისი. ადამიანია მოძრაობის შემტანი. მაგრამა იქნებ მაინც მზეა მთავარი ? მზე და ადამიანი ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ზოგიერთმა ამ სურათში შეიძლება სოციალური სიუჟეტი ამოიკითხოს და დაინახოს ის ტანჯვა და გაჭირვება, რითაც მშრომელი ადამიანი იმკის " პურს ჩვენი არსობისას " . მაგრამ იქნებ ვან გოგს არ სოციალური მოტივები და არც ფილოსოფიური პრობლემები არ ამოძრავებდა ამ სურათის ხატვისას და ეს ყველაფერი ჩვენ მივაწერეთ მას ? იქნებ სწორია გერმანელი ფილოსოფოსი ჰაიდეგერი (1889 – 1976) , რომელიც ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება თვითონ სვამს თავის თავს ხელოვნების ნაწარმოებში და იქნებ ამ შემთხვევაშიც ვან გოგის ნახატის საშუალებით თვით ჭეშმარიტება გველაპარაკება.

ჩურლიონისი . " შეტყობინება " (ამბავი , ცნობა) მზე , მთა და უზარმაზარი ზღაპრული ფრინველი. მთის შვი სილუეტი. მთა შავად ჩანს იმის გამო , რომ მზე პირდაპირ გვიყურებს და თვალს გვჭრის. თეთრად გავარვარებული მზის დისკო. მზე სიმხურვალისგან დნება და დეფორმაციას განიცდის. მზე მთას ეფარება და ვერ გაგვიგია , ჩადის თუ ამოდის. მზე ჩვენსკენ გზავნის სხივებს. მზის სხივები ყველაფრის წამლეკ ტალღებს ემსგავსებიან. ტალღებადაა ქცეული ჰორიზონტიც და ცაც. სად თავდება ცა და ღრუბლები და სად იწყება მიწა? გაუგევარია. ბუნდოვანია ჰორიზონტი. მზის სხივებითაა გაჟღენთილი ჰაერის მასები. უზარმაზარი ფრინველი მოაპობს მზის და ჰაერის ტალღებს. რა ფრინველია? იქნებ თოლიაა და აქვე სადღაც ზღვის ან ოკეანის უკიდეგანო სივრცეები იწყება? ან იქნებ პირველი მერცხალია ან არწივი, ან შევარდენი ? ცას და დედამიწას გადაჰფარებია ფრთების კამარა. ფრთებისა კამარა ცის კამარას გასჯიბრებიან .

ამბავი მოაქვს ფრინველს? ახალი ამბავი? მნიშვნელოვანი ამბავი? რაღაცას გვატყობინებს? სასიხარულო ცნობაა ეს თუ სამწუხარო? ავისმომასწავებლად ხომ არ ჩამუქებულა ცის სილუეტი? ან იქნებ ერთადაა სიხარული და მწუხარება, თეთრი და შავი, სიკვდილი და სიცოცხლე? არა, აქ უფრო სიცოცხლეა. სიცოცხლე სჯობნის და სჯაბნის სიკვდილს. აქ მთავარი მზეა, მზის სხივები. მზე სიცოცხლეს გვიგზავნის , სიცოცხლეს გვჩუქნის, სიცოცხლეს " გვატყობინებს ". ეს სიცოცხლის "შეტყობინება " , სიცოცხლის საგალობელია.

შუქ–ჩრდილი. სიკვდილი სიცოცხლის ჩრდილია. სიკვდილის შავ მთას ამოფარებია მზე . მზე გვიგზავნის თავის სხივებს, გვიგზავნის სიცოცხლეს. სიცოცხლის ნაკადს მოჰყვება უზარმაზარი ფრინველი და ახალი სასიხარულო ამბავი მოაქვს ჩვენთვის. მას სურს რაღაც გვახაროს , მაგრამ არ შეუძლია . ფრინველი უტყვია. ის თავის გაუგებარ ენაზე გვიმღერის სიცოცხლის საგალობელს. ეს საგალობელი ჩვენს გულებშიც ჟღერს და ჩვენი გულის ძახილს ეხმაურება. ყველგანაა გაფანტული სიცოცხლისაკენ სწრაფვა, სიცოცხლის წყურვილი. ეს ყოვლისმომცველი ძალაა, რომელსაც ადამიანიც ემორჩილება.

ხელოვნებას ძალიან ბევრს ავალებენ. ხელოვნებისაგან ძალიან ბევრს მოითხოვენ. მაგრამ არსებობს ალბათ ყველაზე მთავარი, ყველაზე ძნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელოვნებას აკისრია და რაც მაღალ ხელოვნებას ფილოსოფიურ სიბრძნესთან ათანაბრებს. ეს არის ხელოვნების შემეცნებითი მისია და კერძოდ, ფილოსოფიურ–შემეცნებითი მისია.

ხელოვანი იმეცნებს სინამდვილეს. ხელოვანი მთელ თვის ცხოვრებისეულ გამოცდილებას და სიბრძნეს აქსოვს ხელოვნების ნაწარმოებში. მხატვრული ხერხებით ხელოვანი იმის გადმოცემას ცდილობს, რაც თითქმის შეუძლებელი გვეჩვენება ლოგიკური ენით. ხელოვნების ნაწარმოები სწორედ ამ გამოუთქმელის გამოთქმაა. ხელოვნება ლოგიკური აზროვნების და ინტუიციის ერთიანობაა. ხელოვანი მოაზროვნეა, თავისებური კონცეფციის მატარებელია. ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ძირითადად ხელოვანის საკმაოდ დაძაბული გააზრების შედეგია. მაგრამ ხელოვნების ნაწარმოები მხოლოდ მაშინ ღებულობს დასრულებულ სახეს და მხოლოდ მაშინ იქცევა ხელოვნების ნაწარმოებად, როდესაც ხდება სასწაული: როდესაც ხელოვანი ახერხებს გამოუთქმელის გამოთქმას და ხელის ერთი მოსმით პოულობს იმ ზუსტ წერტილს, იმ ჟღერადობას, იმ მოხაზულობას, რომლის მისაგნებად ალბათ წლების განმავლობაში ჩატარებული მათემატიკური გაანგარიშებებიც არ იქნებოდა საკმარისი.

მაყურებელი და მსმენელი მზამზარეული სახით ეცნობა ხელოვანის მიერ შემეცნებულ და მხატვრულად გაფორმებულ მასალას. ისიც ინსტიქტურად იმასვე გრძნობს , რასაც გრძნობდა ხელოვანი. ისიც თავისებური ინტუიციის ექსტაზის ქვეშ ექცევა და შემეცნების, შემოქმედებისა და აღმოჩენის აღტაცებას განიცდის. ამის შემდეგ კი მაყურებელს და მსმენელს უჩნდება გააზრების სურვილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხელოვანი გამოუთქმელს გამოთქვამს მხატვრული ხერხებით და ხელოვნების ნაწარმოებით, ხოლო მაყურებელი მსმენელი გამოუთქმელს გამოთქვამს ჩვეულებრივი, ადამიანური, ყოველდღიური ყველასათვის გასაგები რნით, თუკი საერთოდ, ახერხებს ამას. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ენით ძნელია ხელოვნების მთელი სიღრმის და ამოუცნობი საიდუმლოს გადმოცემა , მაგრამ ეს არის მცდელობა ხელოვნების გაგებისა. ხელოვნება კი ისევე ამოუწურავია, როგორც თვით სინამდვილე.

Tuesday, December 28, 2010

მანანა ქუმსიშვილი

გამოუთქმელის გამოთქმა
მხატვარს ჰკითხეს , რისი თქმა გინდოდა შენი ნახატითაო. მაგის თქმა რომ შემძლებოდა, მაშინ სურათის დახატვა აღარ დამჭირდებოდაო, – უპასუხა. ხელოვნება ცდილობს ენით უთქმელის გადმოცემას, ინტუიციით ნაწვდომის გამოხატვას, არაცნობიერის და ზეგრძნობადის მხატვრული ხერხებით წარმოდგენას. ხელოვნების ძალა იმაშია, რომ გველაპარაკოს და მოგვითხროს იმის შსახებ , რისი გაგება და გააზრება გონებას უჭირს და რისი ლოგიკური ენით და მათემატიკური სიზუსტით თითქმის შუძლებელია . ამიტომ ხელოვნების ენა ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია და მისი გამოხატვის ხერხები და გადმოცემის მანერა ერთი შეხედვით უაზრობის და აბსურდული ნაბოდვარის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა მისწრაფება გაუგებარის გაგებისაკენ. ის არასდროს არ იღებდა ხელს იმაზე, რაც შუძლებლად მიაჩნდა. ამიტომ ადამიანი ყოველთვის ცდილობდა წარმოუდგენლად რთული სამუშაოს შესრულებას : ბუნების საიდუმლოს შეძლებისდაგვარად წვდომას და ხელოვნების ენით იმის გამოხატვას , რისი გაგებაც ან დანახვაც მხატვრული აღმაფრენის , ინტუიციური ზეშთაგონების თუ შემოქმედების ექსტაზის პროცესში . ამიტომაა მხატვრული მუზა საიდუმლოების ბურუსით მოცული . და ამიტომაც სასწაულს გავს ხელოვნების შედევრების გაჩენა მუსიკაში, ფერწერაში , პოეზიაში და სხვა დარგში.
მაყურებელი თუ მსმენელი ენით აღუწერელ საოცარ სიამოვნებას განიცდის ხელოვნების ნაწარმოების ჭვრეტისას და ავტორის მიერ ჩაქსოვილი ჭეშმარიტების ნაპერწკალს ეზიარება . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო , რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა , და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოებით . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო, რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა ,და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდა, არასოდეს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების , ამა თუ იმ ნაწარმოებით. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ხელოვნების საიდუმლოს გაშიფსრას და ყველასათვის გასაგები ენით გადმოცემას , რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ძნელი და რთული გვეჩვენება . გამოუთქმელს გამოთქვამს ხელოვანების ენით გამოუთქმელის გამოთქმისაკენ მიისწრაფის მაყურებელი , მსმენელი და მკითხველი , როდესაც ცდილობს ხელოვნების ნაწარმოების სიღრმეს საღი აზრით და ცხადი გონებით ჩასწვდეს და ყველასათვის გასაგებ ენაზე გაიაზროს ის.
არსებობს აზრი, თითქოს ცოცხალი სილამაზის ანატომირება და ცივი გონებით განსჯა–განხილვა კლავს ამ სილამაზეს.


არქიმედე (ძვ.წ. 287–212)
ძველი ბერძენი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ინჟინერი სირაკუზადან. მან ბევრი აღმოჩენა გააკეტა გეომეტრიაში. საფუძველი ჩაუყარა მექანიკას, ჰიდროსტატიკას. იყო ავტორი მთელი რიგი მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა. არქიმედე დაიბადა სირაკუზაში, საბერძნეთის კოლონიაში, კუნძულ სიცილიაზე. მამამისი იყო მათემატიკოსი და ასტრონომი ფიდიასი, რომელიც, პლუტარქეს ცნობით სირაკუზის ტირანის ახლო ნათესავი იყო. მამამ ჩაუნერგა შვილს ბავშვობიდანვე მათემატიკის, მექანიკის და ასტრონომიის ისყვარული. განათლების მისაღებად არქიმედე გაემგზავრა ეგვიპტის ალექსანდრიაში, რომელიც იმ დროისათვის სამეცნიერო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. იმ დროისათვის ალექსანდრია განთქმული იყო თავისი ბიბლიოთეკით, რომელშიც ინახებოდა 700 000–ზე მეტი ხელნაწერი. აქ გაეცნო ის ალბატ, დემოკრიტეს შრომებსაც. სწავლის დასრულების შემდეგ არქიმედე სიცილიაში დაბრუნდა. როგორც ჩანს, არქიმედე საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. მისი ცხოვერება ლეგენდებითაა შემოსილი.
არქიმედეს შესახებ ლეგენდები უკვე მის სიცოცხლეშივე იქმნებოდა. ამიხს საფუძველს იძლეოდა მისი საოცარი გამოგონებებიც, რომლებიც მის თანამედროვეებძე თავზარდამცებ შთაბეჭდილებას ახდენდა. ცნობილია მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ გაარკვია არქიმედემ, რომ რისგან იყო დამზადებული მეფე ჰიერონის სამეფო გვირგვინი: სუფთა ოქროსგან, თუ იუველირმა მასში დიდი რაოდენობით ვერცხლიც შეურია? ოქროს კუთრი წონა ცნობილი იყო, მაგრამ სირთულე (სიძნელე) მდგომარეობდა გვირგვინის მოცულობის განსაზღვრაში, მას ხომ არასწორი ფორმა ჰქონდა? არქიმედე განუწყვეტლივ ფიქრობდა ამ ამოცანაზე. ერთხელ, როდესაც ის აბაზანაში იწვა, მას თავში მოუვიდა ბრწყინვალე აზრი: თუკი გვირვინს ჩაუშვებდა წყალში, მაშინ ის გაიგებდა მის მოცულობას გვირგვინის მიერ გამოდევნილი წყლის მიხედვით. ლეგენდის ტანახმად, არქიმედე ქუჩას გამოვარდა შიშველი ყვირილით: „ ევრიკა!“, ანუ „ვიპოვე!“, „აღმოვაჩინე!“ ასე მოხდა ჰიდროსტატიკის კანონის, ანუ არქიმედეს კანონის აღმოჩენა.
მეორე ლეგენდის მიხედვით, ჰიერონის მიერ აგებულ,ეგვიპტის მეფე პტოლემეუსისათვის საჩუქრად გამზადებულ მძიმე, მრავალგემბანიან ხომალდ „სირაკუზია“–ს ვერაფრით ვერ უშვებდნენ წყალში. არქიმედმა ააგო ბლოკების სისტემა (პოლისპლასტი), რომლის დახმარებითაც, მან ამ სამუსაოს შესრულება ხელის ერთი მოძრეობით შეძლო. ლეგენდის თანახმად, არქიმედემ ამ დროს განაცხადა: „ჩემს განკარგულებაში რომ სხვა დედამიწა ყოფილიყო, რომელზეც დავდგებოდი,მე ადგილიდან დავძრავდი ჩვენსას“. სხვა ვარიანტის მიხედვით კი არქიმედემ თქვა: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავაბრუნებ დედამიწას“.
არქიმედეს საინჟინრო გენია განსაკუტრებული ძალით გამომჟღავნდა რომაელების მიერ სირაკუზია ალყის დროს ძვ. ჭ. 212 წელს მეორე პუნიკური ომის მიმდინარეობისას. ამ დროს არქიმედე 75 წლის იყო. არქიმედეს მიერ აგებული მძლავრი სატყიორცნი მანქანები მძიმე ქვებს ესროდნენ რომაელების ჯარს. რომაელები ქალაქის კედლებისკენ დაიძრნენ. მათ ეგონათ, რომ იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ იქაც ახლო მანძილზე მოქმედებიოსატვის გამიზნულმა საქტყორცნმა მანქანებმა დააყარეს მათ ბირთვების სეტყვა. მძლავრი კრანები (ამწე მანქანები) რკინის კაუჭებით ჰაერში იტაცებდნენ მოწინააღმდეგის გემებს და ძირს ანარცხებდნენ წყალზე. გემები ბრუნდებოდნენ და იძირებოდნენ.
რომაელები მიხვდნენ, რომ ქალაქს შტურმით ვერ აიღებდნენ და ამიტომ ალყაზე გადავიდნენ. ძველი დროის ცნობილი ისტორიკოსი პოლიბიუსი წერდა : „ რომაელები სწრაფად დაეუფლებოდნენ ქალაქს, თუკი სირაკუზელებს შორის არ იქნებოდა ერთი მოხუციო“. არქიმედე ალყის დროსაც მოსვენებას არ აძლევდა რომაელებს. ლეგენდის მიხედვით, ალყის დროს რომაელთა ფლოტს ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის დამცველებმა. მათ არქიმედეს ბრძანებით გამოიყენეს ელვარებამდე გალაპლაპებული ფარები, რომლებითაც მათ დააფოკუსეს მზის სხივები და ისინი წარმართეს მტრის გემებისაკენ. მაგრამ ჩვენს დროში რამდენჯერმე ეჭვქვეშ დააყენეს და უარყვეს ეს ლეგენდა. არსებობს აზრი, რომ გემებს ცეცხლს უკიდებდნენ დამიზნებით ნასროლი ცეცხლის წასაკიდებელი ნაღმებით (снаряд). ხოლო დაფოკუსირებულ სხივებს იყენებდნენ მხოლოდ დასამიზნებელ სანიშნად მსროლელებისათვის. თუმცა ერთ–ერთი ბერძენი მეცნიერის ექსპერიმენტა საწინააღმდეგო დამტკიცა. მან გამოიყენა 70 სპილენძისდ სარკე და მათი დახმარებით წარმატებით წაუკიდა ცეცხლი რომაული გემის ფანერისაგან დამზადებულ მოდელს 50 მეტრის მანძილიდან.
რომაელემბა სირაკუზის აღება მხოლოდ ღალატის დახმარებით შეძლეს ძვ. წ. 212 წელს. ამ დროს მოკლულ იქნა არქიმედეც. არქიმედეს სიკვდილის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს:
1) ბრძოლის დროს 75 წლის მოხუცი არქიმედე იჯდა ტავისი სახლის წინ. მას ნახაზები პირდაპირ მიწაზე გაეკეტებინა. გვერდიტ ჩაირბინა რომაელმა მებრძოლმა და შემთხვევით ფეხი დაადგა ნახაზს. აღშფოთებული მეცნიერი მივარდა მეომარს ყვირილით: „ ხელი არ ახლო ჩემს ნახაზს!“. ჯარისკაცი შეჩერდა და მოხუცს ხანჯალი გაუყარა.
2) პლუტარქეს მიხედვით, არქიმედესთან მივიდა ჯარისკაცი და განუცხადა, რომ მას ეძახდა მარცელიუსი. მაგრამ არქიმედე ჯიუტად სთხოვდა მას ერთი წუთით მოცდას, რომ ამოცანა ამოუხსნელი არ დარჩენილიყო. ჯარისკაცი განრისხდა და ხანჯლით განგმირა.
3) მეომარი არქიმედეს სახლში შეიჭრა გასაძარცვავად და სახლის პატრონს ხანჯალი მოუღერა, მან კი მხოლოდ დაყვირება მოასწრო: „შეჩერდი, ცოტა ხანს მაცალე. ამოცანას დავამთავრებ და მერე რაც გინდა, ის ქენიო“.
4) არქიმედე თვითონ გაემარტა მარცელიუსთან, რათა მისთვის მიეტანა მზის სიდიდის გასაზომი ტავისი ხელსაწყოები, მაგრამ გზაში მისმა ხელსაწყოებმა რომაელი ჯარისკაცების ყურადღება მიიქცია. მათ იფიქრეს, რომ მეცნიერს ზარდახშით ოქრო ან ძვირფასეულობა მიჰქონდა და ბევრი არ უფიქრიატ, ისე გამოჭრეს ყელი.
პლუტარქეს მტკიცებით, გენერალი მარცელიუსი განრისხდა, როდესაც არქიმედეს დაღუპვის ამბავი შეიტყო. მას არ ჰქონდა ნაბრძანები მისი მოკვლა. ასეთია ლეგენდები, მაგრამ ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ არქიმედე შემთხვევით არ მოუკლავთ – მისი ჭკუა ხომ იმ დროში მთელს არმიას უდრიდა. ძვ. წ. 75 წელს სიცილიის კვესტორი იყო ციცერონი და ის წერდა, რომ 75 წელს, ანუ ამ ამბებიდან 137 წლის შემდეგ მან აღმოაჩინა არქიმედეს ნახევრად დანგრაული საფლავი, რომელზეც იყო ცილინდრში ჩახატული ბურთის გამოსახულება, სწორედ ისეთის, როგორსაც ითხოვდა ანდერძში არქიმედე.
პლუტარქეს ცნობით, არქიმედე შეყვარებული იყო მატემატიკაზე. მას ჭამაც ავიწყდებოდა და სულ არ ზრუნავდა საკუთარ ტავზე. მას ჰქონდა გამოკვლევები გეომეტრიაში, არითმეტიკაში, ალგებრაში. თავის საუკეთესო მიღწევად მას მიაჩნდა სფეროს მოცულობის და ზედაპირის ფართობის გაანგარიშებას, რაც მანამდე ვერავის ვერ გადაეწყვიტა. არქიმედეს თხოვნა იყო, რომ მის საფლავის ქვაზე ამოეწრათ ცილინდრში ჩახატული სფეროს გამოსახულება. არქიმედეს იდეები საფუძვლად დაედო ინტეგრალურ და დიფერენციალურ გაანგარიშებებს. ის იკვლევდა პარაბოლებს, უსასრულო რიგებს, მრუდებს, მხებებს. მას ჰქონდა „п“(პი) რიცხვის გაანგარიშების თავისი მეთოდი. არქიმედეს იდეებმა დაახლოებით 2000 წლით გაუსწრეს ტავის დროს. მხოლოდ 17 საუკუნეში შძლ;ეს მეცნიერებმა დიდი ბერძენი მათემატიკოსის შრომების გაგრძელება და განვითარება.
არქიმედემ სახელი გაითქვა მრავალი მექანიკური კონსტრუქციის გამოგონებით. ბერკეტი არქიმედემდეც იყო ცნობილი, მაგრამ მხოლოდ არქიმედემ ჩამოაყალიბა ბერკეტის სრული თეორია და წარმატებით გამოიყენა ის პრაქტიკაში. პლუტარქის ცნობით არქიმედემ სირაკუზის ნავსადგურში ააგო უამრავი მექანიზმი მძიმე ტვირთის ასაწევად და ტრანსპორტირებისათვის. არქიმედეს მიერ გამოგონებული „არქიმედეს ხრახნი (винт)“ დღემდე გამოიყენება ეგვიპტეში წყლის ამოსაქაჩავად. არქიმედე წარმოადგენს მექანიკის პირველ თეორეტიკოსს. მას ჰქონდა დაწერილი წიგნი „ ბრტყელ ფიგურატა წონასწორობის შესახებ“, რომელსაც იწყებდა ბერკეტის კანონის დასაბუთებით. ხოლო მისი წიგნი „ სხეულების ცურვის შესახებ“ იწყება არქიმედეს კანონის დასაბუტებით. არქიმედეს ეს დასაბუთებები წარმოადგენენ პირველ აზრობრივ ექსპერიმენტებს მექანიკის ისტორიაში.
არქიმედემ ააგო პირველი პლანეტარიუმი, ანუ „ციური სფერო“, რომლის სშუალებიტაც შესაძლებელი იყო 5 პლანეტის მოძრაობის, მზისა და მთვარის ამოსვლის, მთვარის დაბნელების ფაზების და ორივე პლანეტის ჰორიზონტის ხაზის მიღმა გაქრობის დაკვირვება. ის იკვლევდა პლანეტებამდე მანძილის განსაზღვრის პრობლემას. სავარაუდოდ, მის გაანგარიშებებს საფუძვლად ედო სამყაროს სისტემის მოდელი, რომლის ცენტრშიც იყო დედამიწა, ხოლო პლანეტები იყვნენ მერკური, ვენერა და მარსი, რომლებიც ტრიალებდნენ მზის გარშემო და მზესტან ერტად კი – დედამიწის გარშემო.
ლაიბნიცი წერდა არქიმედეს შესახებ: „ როდესაც ყურადღებით კითხულობ არქიმედეს თხზულებებს, უკვე აღარ გიკვირს გეომეტრთა ახალი აღმოჩენები“–ო.
ჩვენამდე მოღწეულია არქიმედეს შემდეგი ნაწარმოებები: პარაბოლის კვადრატურა, სფეროსა და ცილინდრის სესახებ, სპირალების შესახებ, ბრტყელ სხეულთა წონასწორობის შესახებ, მცურავი სხეულების შესახებ, წრის გაზომვა, და სხვა...

"ევრიკაო"–ი

ევრიკა და ევრისტიკა
„ევრიკა“ ძველ ბერძნულ ენაზე ნიშნავს „ვიპოვე!“ , რომელიც „აღმოვაჩინე“–ს მნიშვნელობით იხმარება. ეს არის არქიმედეს შეძახილი ჰიდროსტატიკური კანონის აღმოცენასთან დაკავშირებით. არქიმედეს შემდეგ ამ გამოთქმას ხმარობენ სიხარულის გამოსახატავად რთული ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში.
ევრისტიკა არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს შემოქმედებით მოღვაწეობას და იმ მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ახალი კონცეფციების, იდეების და ობიექტებს შორის ურთიერთკავშირების აღმოსაჩენად, აგრეთვე სწავლების პროცესის მეთოდიკებს. ევრისტიკულ მეთოდებს შეუძლიათ ამოცანის ამოხსნის პროცესის დაჩქარება. სწავლების ევრისტიკული მეთოდი თავის დასაბამს იღებს სოკრატეს მაიევტიკის მეთოდისგან, რომელსაც მაიევტიკა ეწოდებოდა.
ძველ საბერძნეთში ევრისტიკაში იგულისხმებოდა სწავლების სოკრატისეული მეთოდი, როდესაც მასწეავლებელს მოსწავლე მიჰყავს რომელიმე ამოცანის ამოხსნისაკენ სათანადო შეკითხვების დასმის გზით. ხშირად ეს მეთოდი შეიძლება ემყარებოდეს ინტუიციასაც.
ევრისტიკა ეს არის სპეციალური მეთოდები, რომლებიც გამოიყენება სიახლის აღმოჩენის ძიებაში. და ის ემყარება მონათესავე ამოცანების ამოხსნის გამოცდილებას ვარიანტების დიდი არჩევანის პირობებში. ევრისტიკა სწავლობს შემოქმედებით მოღვაწეობას. როდესაც ლაპარაკობენ შემოქმედებით ადამიანზე, მხედველობაში აქვთ, რომ ის ქმნის რაღაცას სხვებისგან განსხვავებულს, თავის საკუთარს: თხზავს სიმფონიებს, წერს პოემებს, ხატავს სურათებს, იგონებს რაიმე სიახლეს, ანუ არის გამომგონებელი. შემოქმედების ცნება გარკვეულწილად პირობითია და ფარდობითია. შემოქმედებით ამოცანას წყვეტს ექიმიც., რომელიც ავადმყოფს უწერს წამალს. შემოქმედებით პიროვნებად გვევლინება გამომძიებელიც, რომელიც იძიებს დანაშაულს. ხარატი, რომელიც აუმჯობესებს ტავის დაზგას, საკითხს შემოქმედებიტად უდგება. ამიტომ შემოქმედებიტად შეიძლება ჩავთვალოთ ნებისმიერი საქმიანობა, როდესაც ადამიანი თავის შრომას ახლებურად უდგება. შემოქმედების საიდუმლოს და ბუნების ამოცნობას დიდი ხანია ცდილობენ ადამიანები, მაგრამ ამ საოცარი უნარის ცხადი სურათის მოცემა ვერავინ ვერ მოახერხა. ევრისტიკული მეთოდები და პროგრამები,რომლებიც გამოიყენება მატემატიკური და სატამაშო ამოცანებისათვის და კომპიუტერების მუშაობის სრულყოფისათვის.
ევრისტიკასთან დაკავშირებით ასხვავებენ ევრისტიკულ ალგორითმს, ევრისტიკულ სკანირებას, ინტერნეტ–ევრისტიკას და სხვა...
ასხვავებენ შემდეგ ევრისტიკულ მოდელებს : ა). ბრმა ძიების მოდელი, რომელიც ეყრდნობა მოსინჯვისა და შეცდომების მეთოდს. ბ). ლაბირინთული მეთოდი, რომელშიც გადასასაწყვეტი ამოცანა განიხილება როგორც ლაბირინთი, ხოლო პასუხის ძიების პროცესი – როგორც ლაბირინთში გზაააბნეული ხეტიალი. გ). სტრუქტურულ–სემანტიკური მეთოდი, რომელიც ამჟამად ითვლება ყველაზე ეფექტურად და შინაარსიანად.
ევრისტიკა დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, უმაღლესი ნერვული მოღვაწეობის ფიზიოლოგიასთან, კიბერნეტიკასთან და სხვა მეცნიერებებთან და დისციპლინებთან.