Tuesday, December 28, 2010

მანანა ქუმსიშვილი

გამოუთქმელის გამოთქმა
მხატვარს ჰკითხეს , რისი თქმა გინდოდა შენი ნახატითაო. მაგის თქმა რომ შემძლებოდა, მაშინ სურათის დახატვა აღარ დამჭირდებოდაო, – უპასუხა. ხელოვნება ცდილობს ენით უთქმელის გადმოცემას, ინტუიციით ნაწვდომის გამოხატვას, არაცნობიერის და ზეგრძნობადის მხატვრული ხერხებით წარმოდგენას. ხელოვნების ძალა იმაშია, რომ გველაპარაკოს და მოგვითხროს იმის შსახებ , რისი გაგება და გააზრება გონებას უჭირს და რისი ლოგიკური ენით და მათემატიკური სიზუსტით თითქმის შუძლებელია . ამიტომ ხელოვნების ენა ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია და მისი გამოხატვის ხერხები და გადმოცემის მანერა ერთი შეხედვით უაზრობის და აბსურდული ნაბოდვარის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა მისწრაფება გაუგებარის გაგებისაკენ. ის არასდროს არ იღებდა ხელს იმაზე, რაც შუძლებლად მიაჩნდა. ამიტომ ადამიანი ყოველთვის ცდილობდა წარმოუდგენლად რთული სამუშაოს შესრულებას : ბუნების საიდუმლოს შეძლებისდაგვარად წვდომას და ხელოვნების ენით იმის გამოხატვას , რისი გაგებაც ან დანახვაც მხატვრული აღმაფრენის , ინტუიციური ზეშთაგონების თუ შემოქმედების ექსტაზის პროცესში . ამიტომაა მხატვრული მუზა საიდუმლოების ბურუსით მოცული . და ამიტომაც სასწაულს გავს ხელოვნების შედევრების გაჩენა მუსიკაში, ფერწერაში , პოეზიაში და სხვა დარგში.
მაყურებელი თუ მსმენელი ენით აღუწერელ საოცარ სიამოვნებას განიცდის ხელოვნების ნაწარმოების ჭვრეტისას და ავტორის მიერ ჩაქსოვილი ჭეშმარიტების ნაპერწკალს ეზიარება . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო , რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა , და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოებით . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო, რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა ,და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდა, არასოდეს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების , ამა თუ იმ ნაწარმოებით. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ხელოვნების საიდუმლოს გაშიფსრას და ყველასათვის გასაგები ენით გადმოცემას , რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ძნელი და რთული გვეჩვენება . გამოუთქმელს გამოთქვამს ხელოვანების ენით გამოუთქმელის გამოთქმისაკენ მიისწრაფის მაყურებელი , მსმენელი და მკითხველი , როდესაც ცდილობს ხელოვნების ნაწარმოების სიღრმეს საღი აზრით და ცხადი გონებით ჩასწვდეს და ყველასათვის გასაგებ ენაზე გაიაზროს ის.
არსებობს აზრი, თითქოს ცოცხალი სილამაზის ანატომირება და ცივი გონებით განსჯა–განხილვა კლავს ამ სილამაზეს.

No comments:

Post a Comment