Tuesday, December 28, 2010



არქიმედე (ძვ.წ. 287–212)
ძველი ბერძენი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ინჟინერი სირაკუზადან. მან ბევრი აღმოჩენა გააკეტა გეომეტრიაში. საფუძველი ჩაუყარა მექანიკას, ჰიდროსტატიკას. იყო ავტორი მთელი რიგი მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა. არქიმედე დაიბადა სირაკუზაში, საბერძნეთის კოლონიაში, კუნძულ სიცილიაზე. მამამისი იყო მათემატიკოსი და ასტრონომი ფიდიასი, რომელიც, პლუტარქეს ცნობით სირაკუზის ტირანის ახლო ნათესავი იყო. მამამ ჩაუნერგა შვილს ბავშვობიდანვე მათემატიკის, მექანიკის და ასტრონომიის ისყვარული. განათლების მისაღებად არქიმედე გაემგზავრა ეგვიპტის ალექსანდრიაში, რომელიც იმ დროისათვის სამეცნიერო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. იმ დროისათვის ალექსანდრია განთქმული იყო თავისი ბიბლიოთეკით, რომელშიც ინახებოდა 700 000–ზე მეტი ხელნაწერი. აქ გაეცნო ის ალბატ, დემოკრიტეს შრომებსაც. სწავლის დასრულების შემდეგ არქიმედე სიცილიაში დაბრუნდა. როგორც ჩანს, არქიმედე საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა. მისი ცხოვერება ლეგენდებითაა შემოსილი.
არქიმედეს შესახებ ლეგენდები უკვე მის სიცოცხლეშივე იქმნებოდა. ამიხს საფუძველს იძლეოდა მისი საოცარი გამოგონებებიც, რომლებიც მის თანამედროვეებძე თავზარდამცებ შთაბეჭდილებას ახდენდა. ცნობილია მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ გაარკვია არქიმედემ, რომ რისგან იყო დამზადებული მეფე ჰიერონის სამეფო გვირგვინი: სუფთა ოქროსგან, თუ იუველირმა მასში დიდი რაოდენობით ვერცხლიც შეურია? ოქროს კუთრი წონა ცნობილი იყო, მაგრამ სირთულე (სიძნელე) მდგომარეობდა გვირგვინის მოცულობის განსაზღვრაში, მას ხომ არასწორი ფორმა ჰქონდა? არქიმედე განუწყვეტლივ ფიქრობდა ამ ამოცანაზე. ერთხელ, როდესაც ის აბაზანაში იწვა, მას თავში მოუვიდა ბრწყინვალე აზრი: თუკი გვირვინს ჩაუშვებდა წყალში, მაშინ ის გაიგებდა მის მოცულობას გვირგვინის მიერ გამოდევნილი წყლის მიხედვით. ლეგენდის ტანახმად, არქიმედე ქუჩას გამოვარდა შიშველი ყვირილით: „ ევრიკა!“, ანუ „ვიპოვე!“, „აღმოვაჩინე!“ ასე მოხდა ჰიდროსტატიკის კანონის, ანუ არქიმედეს კანონის აღმოჩენა.
მეორე ლეგენდის მიხედვით, ჰიერონის მიერ აგებულ,ეგვიპტის მეფე პტოლემეუსისათვის საჩუქრად გამზადებულ მძიმე, მრავალგემბანიან ხომალდ „სირაკუზია“–ს ვერაფრით ვერ უშვებდნენ წყალში. არქიმედმა ააგო ბლოკების სისტემა (პოლისპლასტი), რომლის დახმარებითაც, მან ამ სამუსაოს შესრულება ხელის ერთი მოძრეობით შეძლო. ლეგენდის თანახმად, არქიმედემ ამ დროს განაცხადა: „ჩემს განკარგულებაში რომ სხვა დედამიწა ყოფილიყო, რომელზეც დავდგებოდი,მე ადგილიდან დავძრავდი ჩვენსას“. სხვა ვარიანტის მიხედვით კი არქიმედემ თქვა: „მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავაბრუნებ დედამიწას“.
არქიმედეს საინჟინრო გენია განსაკუტრებული ძალით გამომჟღავნდა რომაელების მიერ სირაკუზია ალყის დროს ძვ. ჭ. 212 წელს მეორე პუნიკური ომის მიმდინარეობისას. ამ დროს არქიმედე 75 წლის იყო. არქიმედეს მიერ აგებული მძლავრი სატყიორცნი მანქანები მძიმე ქვებს ესროდნენ რომაელების ჯარს. რომაელები ქალაქის კედლებისკენ დაიძრნენ. მათ ეგონათ, რომ იქ უფრო უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ იქაც ახლო მანძილზე მოქმედებიოსატვის გამიზნულმა საქტყორცნმა მანქანებმა დააყარეს მათ ბირთვების სეტყვა. მძლავრი კრანები (ამწე მანქანები) რკინის კაუჭებით ჰაერში იტაცებდნენ მოწინააღმდეგის გემებს და ძირს ანარცხებდნენ წყალზე. გემები ბრუნდებოდნენ და იძირებოდნენ.
რომაელები მიხვდნენ, რომ ქალაქს შტურმით ვერ აიღებდნენ და ამიტომ ალყაზე გადავიდნენ. ძველი დროის ცნობილი ისტორიკოსი პოლიბიუსი წერდა : „ რომაელები სწრაფად დაეუფლებოდნენ ქალაქს, თუკი სირაკუზელებს შორის არ იქნებოდა ერთი მოხუციო“. არქიმედე ალყის დროსაც მოსვენებას არ აძლევდა რომაელებს. ლეგენდის მიხედვით, ალყის დროს რომაელთა ფლოტს ცეცხლი წაუკიდეს ქალაქის დამცველებმა. მათ არქიმედეს ბრძანებით გამოიყენეს ელვარებამდე გალაპლაპებული ფარები, რომლებითაც მათ დააფოკუსეს მზის სხივები და ისინი წარმართეს მტრის გემებისაკენ. მაგრამ ჩვენს დროში რამდენჯერმე ეჭვქვეშ დააყენეს და უარყვეს ეს ლეგენდა. არსებობს აზრი, რომ გემებს ცეცხლს უკიდებდნენ დამიზნებით ნასროლი ცეცხლის წასაკიდებელი ნაღმებით (снаряд). ხოლო დაფოკუსირებულ სხივებს იყენებდნენ მხოლოდ დასამიზნებელ სანიშნად მსროლელებისათვის. თუმცა ერთ–ერთი ბერძენი მეცნიერის ექსპერიმენტა საწინააღმდეგო დამტკიცა. მან გამოიყენა 70 სპილენძისდ სარკე და მათი დახმარებით წარმატებით წაუკიდა ცეცხლი რომაული გემის ფანერისაგან დამზადებულ მოდელს 50 მეტრის მანძილიდან.
რომაელემბა სირაკუზის აღება მხოლოდ ღალატის დახმარებით შეძლეს ძვ. წ. 212 წელს. ამ დროს მოკლულ იქნა არქიმედეც. არქიმედეს სიკვდილის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს:
1) ბრძოლის დროს 75 წლის მოხუცი არქიმედე იჯდა ტავისი სახლის წინ. მას ნახაზები პირდაპირ მიწაზე გაეკეტებინა. გვერდიტ ჩაირბინა რომაელმა მებრძოლმა და შემთხვევით ფეხი დაადგა ნახაზს. აღშფოთებული მეცნიერი მივარდა მეომარს ყვირილით: „ ხელი არ ახლო ჩემს ნახაზს!“. ჯარისკაცი შეჩერდა და მოხუცს ხანჯალი გაუყარა.
2) პლუტარქეს მიხედვით, არქიმედესთან მივიდა ჯარისკაცი და განუცხადა, რომ მას ეძახდა მარცელიუსი. მაგრამ არქიმედე ჯიუტად სთხოვდა მას ერთი წუთით მოცდას, რომ ამოცანა ამოუხსნელი არ დარჩენილიყო. ჯარისკაცი განრისხდა და ხანჯლით განგმირა.
3) მეომარი არქიმედეს სახლში შეიჭრა გასაძარცვავად და სახლის პატრონს ხანჯალი მოუღერა, მან კი მხოლოდ დაყვირება მოასწრო: „შეჩერდი, ცოტა ხანს მაცალე. ამოცანას დავამთავრებ და მერე რაც გინდა, ის ქენიო“.
4) არქიმედე თვითონ გაემარტა მარცელიუსთან, რათა მისთვის მიეტანა მზის სიდიდის გასაზომი ტავისი ხელსაწყოები, მაგრამ გზაში მისმა ხელსაწყოებმა რომაელი ჯარისკაცების ყურადღება მიიქცია. მათ იფიქრეს, რომ მეცნიერს ზარდახშით ოქრო ან ძვირფასეულობა მიჰქონდა და ბევრი არ უფიქრიატ, ისე გამოჭრეს ყელი.
პლუტარქეს მტკიცებით, გენერალი მარცელიუსი განრისხდა, როდესაც არქიმედეს დაღუპვის ამბავი შეიტყო. მას არ ჰქონდა ნაბრძანები მისი მოკვლა. ასეთია ლეგენდები, მაგრამ ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ არქიმედე შემთხვევით არ მოუკლავთ – მისი ჭკუა ხომ იმ დროში მთელს არმიას უდრიდა. ძვ. წ. 75 წელს სიცილიის კვესტორი იყო ციცერონი და ის წერდა, რომ 75 წელს, ანუ ამ ამბებიდან 137 წლის შემდეგ მან აღმოაჩინა არქიმედეს ნახევრად დანგრაული საფლავი, რომელზეც იყო ცილინდრში ჩახატული ბურთის გამოსახულება, სწორედ ისეთის, როგორსაც ითხოვდა ანდერძში არქიმედე.
პლუტარქეს ცნობით, არქიმედე შეყვარებული იყო მატემატიკაზე. მას ჭამაც ავიწყდებოდა და სულ არ ზრუნავდა საკუთარ ტავზე. მას ჰქონდა გამოკვლევები გეომეტრიაში, არითმეტიკაში, ალგებრაში. თავის საუკეთესო მიღწევად მას მიაჩნდა სფეროს მოცულობის და ზედაპირის ფართობის გაანგარიშებას, რაც მანამდე ვერავის ვერ გადაეწყვიტა. არქიმედეს თხოვნა იყო, რომ მის საფლავის ქვაზე ამოეწრათ ცილინდრში ჩახატული სფეროს გამოსახულება. არქიმედეს იდეები საფუძვლად დაედო ინტეგრალურ და დიფერენციალურ გაანგარიშებებს. ის იკვლევდა პარაბოლებს, უსასრულო რიგებს, მრუდებს, მხებებს. მას ჰქონდა „п“(პი) რიცხვის გაანგარიშების თავისი მეთოდი. არქიმედეს იდეებმა დაახლოებით 2000 წლით გაუსწრეს ტავის დროს. მხოლოდ 17 საუკუნეში შძლ;ეს მეცნიერებმა დიდი ბერძენი მათემატიკოსის შრომების გაგრძელება და განვითარება.
არქიმედემ სახელი გაითქვა მრავალი მექანიკური კონსტრუქციის გამოგონებით. ბერკეტი არქიმედემდეც იყო ცნობილი, მაგრამ მხოლოდ არქიმედემ ჩამოაყალიბა ბერკეტის სრული თეორია და წარმატებით გამოიყენა ის პრაქტიკაში. პლუტარქის ცნობით არქიმედემ სირაკუზის ნავსადგურში ააგო უამრავი მექანიზმი მძიმე ტვირთის ასაწევად და ტრანსპორტირებისათვის. არქიმედეს მიერ გამოგონებული „არქიმედეს ხრახნი (винт)“ დღემდე გამოიყენება ეგვიპტეში წყლის ამოსაქაჩავად. არქიმედე წარმოადგენს მექანიკის პირველ თეორეტიკოსს. მას ჰქონდა დაწერილი წიგნი „ ბრტყელ ფიგურატა წონასწორობის შესახებ“, რომელსაც იწყებდა ბერკეტის კანონის დასაბუთებით. ხოლო მისი წიგნი „ სხეულების ცურვის შესახებ“ იწყება არქიმედეს კანონის დასაბუტებით. არქიმედეს ეს დასაბუთებები წარმოადგენენ პირველ აზრობრივ ექსპერიმენტებს მექანიკის ისტორიაში.
არქიმედემ ააგო პირველი პლანეტარიუმი, ანუ „ციური სფერო“, რომლის სშუალებიტაც შესაძლებელი იყო 5 პლანეტის მოძრაობის, მზისა და მთვარის ამოსვლის, მთვარის დაბნელების ფაზების და ორივე პლანეტის ჰორიზონტის ხაზის მიღმა გაქრობის დაკვირვება. ის იკვლევდა პლანეტებამდე მანძილის განსაზღვრის პრობლემას. სავარაუდოდ, მის გაანგარიშებებს საფუძვლად ედო სამყაროს სისტემის მოდელი, რომლის ცენტრშიც იყო დედამიწა, ხოლო პლანეტები იყვნენ მერკური, ვენერა და მარსი, რომლებიც ტრიალებდნენ მზის გარშემო და მზესტან ერტად კი – დედამიწის გარშემო.
ლაიბნიცი წერდა არქიმედეს შესახებ: „ როდესაც ყურადღებით კითხულობ არქიმედეს თხზულებებს, უკვე აღარ გიკვირს გეომეტრთა ახალი აღმოჩენები“–ო.
ჩვენამდე მოღწეულია არქიმედეს შემდეგი ნაწარმოებები: პარაბოლის კვადრატურა, სფეროსა და ცილინდრის სესახებ, სპირალების შესახებ, ბრტყელ სხეულთა წონასწორობის შესახებ, მცურავი სხეულების შესახებ, წრის გაზომვა, და სხვა...

No comments:

Post a Comment