Wednesday, December 29, 2010

RAGACANAIRI


ლეონარდო და ვინჩი –"ჯოკონდა"


ვან გოგი –"მზესუმზირები"


ჩურლიონისი –"ცნობა"


 


 

მანანა ქუმსიშვილი

გამოუთქმელის გამოთქმა

მხატვარს ჰკითხეს , რისი თქმა გინდოდა შენი ნახატითაო. მაგის თქმა რომ შემძლებოდა, მაშინ სურათის დახატვა აღარ დამჭირდებოდაო, – უპასუხა. ხელოვნება ცდილობს ენით უთქმელის გადმოცემას, ინტუიციით ნაწვდომის გამოხატვას, არაცნობიერის და ზეგრძნობადის მხატვრული ხერხებით წარმოდგენას. ხელოვნების ძალა იმაშია, რომ გველაპარაკოს და მოგვითხროს იმის შსახებ , რისი გაგება და გააზრება გონებას უჭირს და რისი ლოგიკური ენით და მათემატიკური სიზუსტით თითქმის შუძლებელია . ამიტომ ხელოვნების ენა ხშირად ბუნდოვანი და გაუგებარია და მისი გამოხატვის ხერხები და გადმოცემის მანერა ერთი შეხედვით უაზრობის და აბსურდული ნაბოდვარის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ადამიანს ყოველთვის ახასიათებდა მისწრაფება გაუგებარის გაგებისაკენ. ის არასდროს არ იღებდა ხელს იმაზე, რაც შუძლებლად მიაჩნდა. ამიტომ ადამიანი ყოველთვის ცდილობდა წარმოუდგენლად რთული სამუშაოს შესრულებას : ბუნების საიდუმლოს შეძლებისდაგვარად წვდომას და ხელოვნების ენით იმის გამოხატვას , რისი გაგებაც ან დანახვაც მხატვრული აღმაფრენის , ინტუიციური ზეშთაგონების თუ შემოქმედების ექსტაზის პროცესში . ამიტომაა მხატვრული მუზა საიდუმლოების ბურუსით მოცული . და ამიტომაც სასწაულს გავს ხელოვნების შედევრების გაჩენა მუსიკაში, ფერწერაში , პოეზიაში და სხვა დარგში.

მაყურებელი თუ მსმენელი ენით აღუწერელ საოცარ სიამოვნებას განიცდის ხელოვნების ნაწარმოების ჭვრეტისას და ავტორის მიერ ჩაქსოვილი ჭეშმარიტების ნაპერწკალს ეზიარება . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო , რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა , და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოებით . ადამიანი ყოველთვის ცდილობდა გაეგო, რა არის ხელოვნება , რაში მდგომარეობს მისი სასწაულმოქმედი ძალა ,და რა თქმა უნდა , არასდროს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდა, არასოდეს არ ამბობდა უარს იმაზე , რომ გაერკვია , რისი თქმა უნდოდა ავტორს ხელოვნების , ამა თუ იმ ნაწარმოებით. ადამიანი ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს ხელოვნების საიდუმლოს გაშიფსრას და ყველასათვის გასაგები ენით გადმოცემას , რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ძნელი და რთული გვეჩვენება . გამოუთქმელს გამოთქვამს ხელოვანების ენით გამოუთქმელის გამოთქმისაკენ მიისწრაფის მაყურებელი , მსმენელი და მკითხველი , როდესაც ცდილობს ხელოვნების ნაწარმოების სიღრმეს საღი აზრით და ცხადი გონებით ჩასწვდეს და ყველასათვის გასაგებ ენაზე გაიაზროს ის.

არსებობს აზრი, თითქოს ცოცხალი სილამაზის ანატომირება და ცივი გონებით განსჯა–განხილვა კლავს ამ სილამაზეს. მაგრამ ადამიანი გონიერი არსებაა და ის არასოდეს არ იტყვის უარს გონებისმიერ იარაღბზე არც მაშინ , როდესაც საქმე ეხება სიცოცხლის საიდუმლოს წვდომას და არც მაშინ, როდესაც საქმე ეხება სილამაზის ამოუცნობ კანონებს.

მაგალითისათვის განვიხილოთ ორი ფილოსოფიური ნაწარმოები , ორი ფერწერული ტილო. ერთი ეკუთვნის ჰოლანდიელ ფერმწერს , პოსტიმპრესიონიზმის წარმომადგენელს, ვან გოგს (1854 – 1890), ხოლო მეორე ლიტველ ფერმწერს და კომპოზიტორს ჩურლიონისს (1875 – 1911).

ვან გოგი. "მთესველი" . მზე, ხე და ადამიანი , მიწა და თესლი . ადამიანის ბუნდოვანი ფიგურა .ბნელი სილუეტი . ადამიანის სიმბოლო. განზოგადებული ცოცხალი არსება. თესლი , რომელიც არ ჩანს . უზარმაზარი მზე ჰორიზონტზე. დახნული მიწა. გათოშილ მიწაში ცვივა თესლი და გათოშილ მიწაში ციალებს და ირეკლება მზის სხივი. დილაა თუ საგამო? გაზაფხულია თუ შემოდგომა? გაზაფხულია და დილაა. ხეზე იფურჩქნება კვირტი და გასხეპილი ტოტების გვერდითაა ძირში მოჭრილი ტოტების ძირები. ახალგაზრდობა და მოხუცებულობა, სიცოცხლე და სიკვდილი . მაგრამ მთავარი მაინც სიცოცხლეა. უზარმაზარი ამომავალი მზე , ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი. მზეა ყველგან : ცაში, მიწაში – თესლი მიწაში და კვირტი ხეზე. მზის უზარმაზარი, ყვითელი , მრგვალი დისკო . მარადიული სიცოცხლის სიმბოლო. სიცოცხლის სუნთქვითაა გაჟღენთილი ყველაფერი : მიწა, ცა, ხე... სიცოცხლის გამარჯვება და ზეიმი. ადამიანი განგების ნების შემსრულებელია. ის აბნევს თესლს, რათა გაგრძელდეს სიცოცხლე. ადამიანი აქ თითქოს მეორეხარისხოვანი, ის მხოლოდ მთესველი, მაგრამ არა , ადამიანია აქ მთავარი. ადამიანია მთესველიც და მომკელიც. ადამიანია მოქმედი საწყისი. ადამიანია მოძრაობის შემტანი. მაგრამა იქნებ მაინც მზეა მთავარი ? მზე და ადამიანი ეჯიბრებიან ერთმანეთს.

ზოგიერთმა ამ სურათში შეიძლება სოციალური სიუჟეტი ამოიკითხოს და დაინახოს ის ტანჯვა და გაჭირვება, რითაც მშრომელი ადამიანი იმკის " პურს ჩვენი არსობისას " . მაგრამ იქნებ ვან გოგს არ სოციალური მოტივები და არც ფილოსოფიური პრობლემები არ ამოძრავებდა ამ სურათის ხატვისას და ეს ყველაფერი ჩვენ მივაწერეთ მას ? იქნებ სწორია გერმანელი ფილოსოფოსი ჰაიდეგერი (1889 – 1976) , რომელიც ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტება თვითონ სვამს თავის თავს ხელოვნების ნაწარმოებში და იქნებ ამ შემთხვევაშიც ვან გოგის ნახატის საშუალებით თვით ჭეშმარიტება გველაპარაკება.

ჩურლიონისი . " შეტყობინება " (ამბავი , ცნობა) მზე , მთა და უზარმაზარი ზღაპრული ფრინველი. მთის შვი სილუეტი. მთა შავად ჩანს იმის გამო , რომ მზე პირდაპირ გვიყურებს და თვალს გვჭრის. თეთრად გავარვარებული მზის დისკო. მზე სიმხურვალისგან დნება და დეფორმაციას განიცდის. მზე მთას ეფარება და ვერ გაგვიგია , ჩადის თუ ამოდის. მზე ჩვენსკენ გზავნის სხივებს. მზის სხივები ყველაფრის წამლეკ ტალღებს ემსგავსებიან. ტალღებადაა ქცეული ჰორიზონტიც და ცაც. სად თავდება ცა და ღრუბლები და სად იწყება მიწა? გაუგევარია. ბუნდოვანია ჰორიზონტი. მზის სხივებითაა გაჟღენთილი ჰაერის მასები. უზარმაზარი ფრინველი მოაპობს მზის და ჰაერის ტალღებს. რა ფრინველია? იქნებ თოლიაა და აქვე სადღაც ზღვის ან ოკეანის უკიდეგანო სივრცეები იწყება? ან იქნებ პირველი მერცხალია ან არწივი, ან შევარდენი ? ცას და დედამიწას გადაჰფარებია ფრთების კამარა. ფრთებისა კამარა ცის კამარას გასჯიბრებიან .

ამბავი მოაქვს ფრინველს? ახალი ამბავი? მნიშვნელოვანი ამბავი? რაღაცას გვატყობინებს? სასიხარულო ცნობაა ეს თუ სამწუხარო? ავისმომასწავებლად ხომ არ ჩამუქებულა ცის სილუეტი? ან იქნებ ერთადაა სიხარული და მწუხარება, თეთრი და შავი, სიკვდილი და სიცოცხლე? არა, აქ უფრო სიცოცხლეა. სიცოცხლე სჯობნის და სჯაბნის სიკვდილს. აქ მთავარი მზეა, მზის სხივები. მზე სიცოცხლეს გვიგზავნის , სიცოცხლეს გვჩუქნის, სიცოცხლეს " გვატყობინებს ". ეს სიცოცხლის "შეტყობინება " , სიცოცხლის საგალობელია.

შუქ–ჩრდილი. სიკვდილი სიცოცხლის ჩრდილია. სიკვდილის შავ მთას ამოფარებია მზე . მზე გვიგზავნის თავის სხივებს, გვიგზავნის სიცოცხლეს. სიცოცხლის ნაკადს მოჰყვება უზარმაზარი ფრინველი და ახალი სასიხარულო ამბავი მოაქვს ჩვენთვის. მას სურს რაღაც გვახაროს , მაგრამ არ შეუძლია . ფრინველი უტყვია. ის თავის გაუგებარ ენაზე გვიმღერის სიცოცხლის საგალობელს. ეს საგალობელი ჩვენს გულებშიც ჟღერს და ჩვენი გულის ძახილს ეხმაურება. ყველგანაა გაფანტული სიცოცხლისაკენ სწრაფვა, სიცოცხლის წყურვილი. ეს ყოვლისმომცველი ძალაა, რომელსაც ადამიანიც ემორჩილება.

ხელოვნებას ძალიან ბევრს ავალებენ. ხელოვნებისაგან ძალიან ბევრს მოითხოვენ. მაგრამ არსებობს ალბათ ყველაზე მთავარი, ყველაზე ძნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხელოვნებას აკისრია და რაც მაღალ ხელოვნებას ფილოსოფიურ სიბრძნესთან ათანაბრებს. ეს არის ხელოვნების შემეცნებითი მისია და კერძოდ, ფილოსოფიურ–შემეცნებითი მისია.

ხელოვანი იმეცნებს სინამდვილეს. ხელოვანი მთელ თვის ცხოვრებისეულ გამოცდილებას და სიბრძნეს აქსოვს ხელოვნების ნაწარმოებში. მხატვრული ხერხებით ხელოვანი იმის გადმოცემას ცდილობს, რაც თითქმის შეუძლებელი გვეჩვენება ლოგიკური ენით. ხელოვნების ნაწარმოები სწორედ ამ გამოუთქმელის გამოთქმაა. ხელოვნება ლოგიკური აზროვნების და ინტუიციის ერთიანობაა. ხელოვანი მოაზროვნეა, თავისებური კონცეფციის მატარებელია. ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ძირითადად ხელოვანის საკმაოდ დაძაბული გააზრების შედეგია. მაგრამ ხელოვნების ნაწარმოები მხოლოდ მაშინ ღებულობს დასრულებულ სახეს და მხოლოდ მაშინ იქცევა ხელოვნების ნაწარმოებად, როდესაც ხდება სასწაული: როდესაც ხელოვანი ახერხებს გამოუთქმელის გამოთქმას და ხელის ერთი მოსმით პოულობს იმ ზუსტ წერტილს, იმ ჟღერადობას, იმ მოხაზულობას, რომლის მისაგნებად ალბათ წლების განმავლობაში ჩატარებული მათემატიკური გაანგარიშებებიც არ იქნებოდა საკმარისი.

მაყურებელი და მსმენელი მზამზარეული სახით ეცნობა ხელოვანის მიერ შემეცნებულ და მხატვრულად გაფორმებულ მასალას. ისიც ინსტიქტურად იმასვე გრძნობს , რასაც გრძნობდა ხელოვანი. ისიც თავისებური ინტუიციის ექსტაზის ქვეშ ექცევა და შემეცნების, შემოქმედებისა და აღმოჩენის აღტაცებას განიცდის. ამის შემდეგ კი მაყურებელს და მსმენელს უჩნდება გააზრების სურვილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ხელოვანი გამოუთქმელს გამოთქვამს მხატვრული ხერხებით და ხელოვნების ნაწარმოებით, ხოლო მაყურებელი მსმენელი გამოუთქმელს გამოთქვამს ჩვეულებრივი, ადამიანური, ყოველდღიური ყველასათვის გასაგები რნით, თუკი საერთოდ, ახერხებს ამას. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ენით ძნელია ხელოვნების მთელი სიღრმის და ამოუცნობი საიდუმლოს გადმოცემა , მაგრამ ეს არის მცდელობა ხელოვნების გაგებისა. ხელოვნება კი ისევე ამოუწურავია, როგორც თვით სინამდვილე.

No comments:

Post a Comment